ფარცხალაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება?
2017-05-20 00:06:39 · ამობეჭდვა

„ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის იურისტი ლევან ვეფხვაძე, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ფარცხალაძის უფლებადამცველებმა თქვეს, რომ ლაშა თორდიას სამსახურეობრივი სტატუსი სსკ 353 პრიმა მუხლს არ ითვალისწინებს და საქე ვერ გადაკვალიფიცირდება.
განმარტებას ლევან ვეფხვაძე „პირველ რადიოსთან“ საუბრისას აკეთებს და ამბობს, რომ ფარცხალაძის ადვოკატების მხირდან საქმე გვაქვს კანონის არასწორ ინტერპრეტაციასთან.
„პირველ რიგში მნიშნელოვანია და იურისტებში არსებობს დაუწერელი წესი, რომ კანონი უნდ აწაიკითხონ არა ზედაპირულად არამედ სინაარსობრივად, მათ შორის სხვა კანონებთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში ბატონი თორდია ითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად იმიტომ, რომ ის არის გენერალური აუდიტორი, მას ირჩევს პარლამენტი და ანგარიშვალდებულია პარლამენტთან ანუ კონსტიტუციური ორგანოა. შესაბამისად ახორციელებს საჯარო მმართველობას. ერთადერთი ორგანოა რომელიც სწავლობს სამინისტროების ბიუჯეტის სწორ შესრულებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გენერალური აუდიტორი ითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად, იმ ფონზეც რომ ის არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და ახორცილებეს საჯარო მმართველობას.
ის განცხადება, რაც ადვოკატების მხრიდან გაკეთდა უკავშირდება კანონის არასწორ ინტერპრეტირებას.
353-ე პრიმა მუხლი რაზეც ჩვენ აპელირებას ვაკეთებთ მთავარი პრინციპი არის ის, რომ 353-ე მუხლი მოქცეულია თავში, რომელიც გულისხმობს დანაშაუსლ მმართველობის წესის წინაშე. შესაბამისად ამ პრინციპიდან და ობიექტიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ გენერალური აუდიტორი აუხირციელებს მმართველობას . ჩვენ არ ვამბობთ რომ რეალურად ასე მოხდა რასაც ლაშა თორდია აცხადებს, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გამოიძიონ თუ ასე მოხდა,“-განმარტავს ვეფხვაძე.
რაც შეეხება სასჯელს, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი ითვალისწინებს, იურისტის თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე პატიმრობა განისაზღვრება.
„იმ შემთხვევაში თუ ბრალი წარუდგინეს და სასამართლომაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, 353-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე,“-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.







გაზიარება და მოწონება