„მზიურში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა-ფილმის ჩვენება კი ჩაიშალა
2017-05-19 22:11:55 · ამობეჭდვა

"მზიურის“ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა და გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება, რომელიც 112-ში შევიდა, ცრუ აღმოჩნდა.

„მზიურში“ თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ფილმ „პრაიდის“ ჩვენება და დისკუსია იმართებოდა, რა დროსაც 112-ში შევიდა შეტყობინება რომ ტერიტორიაზე ბომბი იყო. ადგილზე მოხდა სამართალდამცავებისა და გამნაღმველების მობილიზება. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. შემოწმების გამო ჩვენება ჩაიშალა.

ფილმის ჩვენების პარალელურად იმართებოდა აქცია. მოქალაქეთა ჯგუფი ფილმის ჩვენებას აპროტესტებდა. ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ „მზიურში“ შესვლის საშუალება არ მისცა.





გაზიარება და მოწონება