„მზიურის“ ტერიტორიაზე ბომბს ეძებენ-ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
2017-05-19 20:35:44 · ამობეჭდვა

თბილისში, „მზიურის“ ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარებს. "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ცნობით, მიზეზი 112-ში შესული შეტყობინება გახდა, რომ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობაა. შსს-ს ცნობით, ევაკუაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ კონკრეტდება.

„მზიურში“ თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ფილმ „პრაიდის“ ჩვენება და დისკუსია იმართებოდა. ჩვენების ორგანიზატორებმა ფილმი ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფთან თანამშრომლობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეარჩიეს.

ფილმის ჩვენების დაანონსებისთანავე, სოციალურ ქსელში დაიგეგმა კონტრღონისძიება - მოქალაქეთა ჯგუფმა ფილმის ჩვენების გაპროტესტება გადაწყვიტა. ისინი ადგილზე არიან მისული, თუმცა, პოლიციამ მათ „მზიურში“ შესვლის საშუალება არ მისცა. პარკში არ შეუშვეს ჟურნალისტებიც.







გაზიარება და მოწონება