ტურისტები სცემეს და ათასობით ლარი გამოსძალეს- რა ხდება ბათუმის ღამის კლუბებში
2017-05-19 19:41:16 · ამობეჭდვა


ბათუმში, ღამის კლუბ ,,ვოგში“ ერთ ბოთლ არაყში, ლუდში, ხილის ასორტში, შამპანურსა და კოქტეილში ტურისტების ერთ ჯგუფს 9 800 ლარი ,ხოლო მეორე ჯგუფს 17 500 ლარი გადაახდევინეს.

როგორც ,,ბათუმელები“ წერს, მას შემდეგ ,რაც ტურისტებს ანგარიში მიუტანეს ტურისტებმა თანხა გააპროტესტეს, რის შემდეგაც ის ბარის თანამშრომლებმა ჯერ სცემეს, შემდეგ ბარათები წაართვეს და ბარათიდან თანხა მუქარის ძალით მოუხსნეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.





გაზიარება და მოწონება