ერთი წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან
2017-05-19 19:30:46 · ამობეჭდვა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.სოფელ ხურჩაში, ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხოზორია ოკუპანტებმა საკონტროლო გასროლით მოკლეს.

დღეს მის საფლავთან ოთხოზორიას დედა, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და გიგა ოთხოზორიას მასწავლებლები შეიკრიბნენ. გიგა ოთხოზორიას დედამ კიდევ ერთხელ მიმართა ხელისუფლებას და მისი შვილზე მოძალადეების გადმოცემის სააკითხის დაყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის მკვლელის, კანჯიოღლის დაკავებას და ქართული მხარისთვის გადმოცემას ითხოვს.





გაზიარება და მოწონება