სტვენა, ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში(ვიდეო)
2017-05-19 19:22:59 · ამობეჭდვა

ხმაური მოჰყვა ზუგდიდის რაიონის საკრებულოში მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე სამთავრობო კომისიის წინადადების განიხილვას.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. არასამთავრობო სექტორმა კი დარბაზში ტრანსპარანტები გაშალა და დეპუტატებს ინიციატივის უარყოფისკენ მოუწოდა.

23 დეპუტატის თანხმობის შემდეგ კი საკრებულომ ინიციატივა დაამტკიცა. ზუგდიდის რაიონის საკრებულოში სულ 45 არჩეული დეპუტატია წარმოდგენილი.







გაზიარება და მოწონება