კრემლი ტრამპის ბედით შეშფოთებულია
2017-05-19 18:29:27 · ამობეჭდვა

კრემლი შეშფოთებულია იმით, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ აქვს საშუალება დაალაგოს ნორმალური სამუშაო ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან, რისი მიზეზიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინაასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპის გარემოცვის რუსეთთან შესაძლო კონტაქტებია. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ორი რესპოდენტი, ყვება რომ კრემლს ტრამპის ბედი სულ უფრო გაურკვევლად ეჩვენება. ახლა რუსეთს არ შეუძლია დაალაგოს ურთიერთობა აშშ-სთან უმნიშვნელოვანეს საკითხებში - სირიის კონფქლიტი და უკრაინასთან კონფლიქტის გამო არსებული სანქციების მოხსნა.

რუსეთის საგარეო და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, თეოდორ ლუკიანოვმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ტრამპის იმპიჩმენტის შემთხვევაში, რუსეთს "არ ექნება საშუალება ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობა" აშშ-სთან, რადგან პრეზიდენტის პოსტს რუსეთთან დაკავშირებით "ძალიან კონსერვატორი და საკმაოდ აგრესიული" ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი დაიკავებს. Bloomberg-თან საუბარში "ვნეშტორბანკის" ხელმძღავენელმა ანდრეი პოსტინმა აღნიშნა,რომ ტრამპს ახლა არ აქვს საშუალება განავითაროს პოლიტიკა, რადგან მისი ყველა შეხვედრა რუს დიპლომატებთან "ფასდება როგორც თითქმის დანაშაული". "სბერბანკის" თავმჯდომარის, გერმან გრეფის აზრით კი ახლა ნაკლები შანსია იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დალაგდეს, რისი მიზეზიც აშშ-ს რუსეთთან ნებისმიერი კონტაქტი "პარაორდინალური ურთიერთობაა".

შეგახსენებთ, რომ The Washington Post -მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპმა სერგეი ლავროვთან და აშშ-ში რუსეთის ელჩთან შეხვედრისას "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშიორებული საიდუმლო ინფორმაცია გასცა. მაშინ გამოცემა წერდა, რომ ამ ფორმით საფრთხე შეექმნა აშშ-ს სადაზვერვო წყაროებს. ამ პერიოდში ABC News წერდა, რომ ინფორმაცია, რომლიც ტრამპმა გაამჟღავნა, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ სამგზავრო თვითმფრინავის, რომელიც აშშ-ში მიემგზავრებოდა, შესაძლო აფეთქებას ეხებოდა. კრემლმა The Washington Post-ის ინფორმაციას "მორიგი სისულელე", პუტინმა კი ბრალდებას "პოლიტიკური შიზოფრენია" უწოდა. The Washington Post-ის სკანდალის შემდეგ, კონგრესმენამა ტეხასის შტატიდან, ელ გრინმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე პირველი განცხადება გააკეთა, მოგვაინებით კი იუსტიციის სამინისტრომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ მიულერი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების სკანდალზე სპეციალურ პროკურორად დანიშნა. დანიშვნა ტრამპთან შეთანხმებული არ იყო.







გაზიარება და მოწონება