ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მე მხარს ვუჭერ ამ პრინციპს- ჰერბერტ ზალბერი
2017-05-19 17:14:12 · ამობეჭდვა

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - განუცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა ჟურნალისტებს.

„მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკაშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია,“ - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა და მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. შემდეგ კი ზალბერი გალში, ოკუპაციის ხაზზე 3 საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის პროცესს დაესწრო.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე