ბერგერი ჩცდ-ში - ჩიკას დიზაინერი?
2017-05-19 01:29:08 · ამობეჭდვა

,,პირველი რადიოს ინფორმაციით“ ფორმულა კრეატივის პოპულარულ სერიალში-,,ჩემი ცოლის დაქალები“ შესაძლოა, ახალი გმირი, ჩიკას დიზაინერი გამოჩნდეს. დიზაინერის როლი კი დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა შეასრულოს. ინფორმაციის გადამოწმებისთვის ,,პირველი რადიო“ სერიალის პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
,,ეს წინასწარ ლაპარაკი სერიალზე რომ სპოილერია? ვუყუროთ და ვნახავთ.“
ზალიკო ბერგერმა კი ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ჯერ ვერაფერს გვეტყვის , თუმცა თუ ასეთ შეთავაზებას მიიღებს აუცილებლად დათანხმდება.
,,ჯერ არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვით...თუ შემომთავაზებენ კი სიამოვნებით, ძალიან მომწონს ეს სერიალი და სულ ველოდები,“- უთხრა ბერგერმა ,,პირველ რადიოს“ .





გაზიარება და მოწონება