2017-05-17 17:52:04
,,მოსამართლეებთან ურთიერთობის დალაგება“ - კიდევ ერთი ბრალდება ფარცხალაძეს

,,ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე ფარცხალაძის სახელთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემასა და ფარცხალაძის გავლენებზე საუბრობს. თარგამაძის თქმით, სქემა ბათუმის პორტიდან გადამზიდავების ხელოვნურ განმდევსნას და ბათუმის პორტისთვის სასათბურე პირობების შექმნას უკავშირდება. მისი განცხადებით, სახელმწიფო დავის დროს ბიუჯეტიდან მილიონებით ლარის გადინება მოხდა. ფარცხალაძის როლი კი ამ სქემაში  სასამართლო დავის დროს მოსამართლეებთან ურთიერთობის დალაგება იყო. ,, აგრო კონსალტინგმა“ დაწია მარჟა იმ ტვირთებზე  მომსახურების 25 პროცენტით , ანუ რეალურად ეს 25% დააკლდა საქართველოს ბიუჯეტს და საქართველოს მოქალაქეებს . ეს მოხდა იმისთვის,რომ შეეწოვათ ყველა ტვირთი მცირე პორტში და როგორც დასკვნითი ფაზა ამ ოპერაციის ფოთის პორტიდან ბათუმის მცირე პორტში გადმოვიდა ლუკოილი და თუ ის ფოთის პორტში ნორმალური ტარიფით იხდიდა აქ 25% ნაკლების გადახდის პირობებში ბიუჯეტს აცდა დიდი თანხა,“- განაცხადა თარგამაძემ.  

 

ამავე თემაზე