იაპონიის პრინცესა უბრალო ბიჭზე თხოვდება
2017-05-17 13:20:03 · ამობეჭდვა

იაპონიის იმპერატორის აკიხიტოს შვილიშვილი პრინცესა მაკო აკისინო სიყვარულის გამო საიმპერატორი ტიტულზე უარს ამბობს და ცოლად არასამეფო გვარის წარმომავლობის 25 წლის კეი კომურუს მიყვება. წყვილი პირველად ერთმანეთს ტოკიოს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა. სადაც საზღვარგავეთ სწავლებს თემა განიხილებოდა. სასიძოს საიმპერატორო ოჯახი უკვე იცნობს. ოჯახმა პრინცესას არჩევანი უკვე მოიწონა. იმპერატორის ოჯახის სასიძო უკრავს ვიოლინოზე, უყვარს თხილამურებით სრიალი და გატაცებულია კულინარიით. პრინცესა პრიცნ აკისონოს უფროსი ქალიშვილია. მაკოს 22 წლის და კაკო და 10 წლის ძმა ხისახიტო ჰყავს.

პრინცესა მაკოს განათლება მიღებული აქვს დუბლინის კოლეჯში და ედინბურგის უნივერსიტეტში. მუშაობს ტოკიოს უნივერსიტეტის მუზეუმის ფილიალში.





გაზიარება და მოწონება