პიკასოს დორა მარი 45 მილიონად გაიყიდა
2017-05-16 17:26:23 · ამობეჭდვა

პაბლო პიკასოს ნამუშევრები მჯდომარე ქალი ცისფერ კაბაში ნიუ-იურკის აუქციონზე 45 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნახატზე მხატვრის ერთ-ერთი საყვარელი დორა მარია გამოსახული. ნახატი პიკასომ, 58 წლის ასაკში 1939 წელს შექმნა. მისი საყვარელი ამ დროს 31 წლის იყო. დორა მარის მჯდომარე ვერსია მხატვრის შემოქმედებით მემკვიდრეობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.





გაზიარება და მოწონება