2017-05-15 13:46:16
სათესლე ნივრის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება

,,ლუბაშას" ჯიშის ნიორს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპი შეიძენს. 480 ათასი ლარი დაჯდება. 48 ტონა ნიორის სათესლე მასალის შესაძენად ცენტრმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 480 ათასი ლარია.

ნიორის შეძენა, „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება,-ინფორმაციას ამის შესახებ ,,ბათუმელები" ავრცელებს.

მაღალმთიან აჭარაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს კარტოფილის ერთგვარ ალტერნატივად განიხილავს. სამინისტროს ინფორმაციით უკრაინული ჯიშის ნიორის მოსავლიანობა ჰექტარზე 10 ტონაზე მეტია. შესაბამისი პროექტი თანადაფინასებით განხორციელდება – 70 %-ს სამინისტრო დააფინანსებს და 30-ს ფერმერი.

ამავე თემაზე