ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ომის ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება
2017-05-04 17:30:38 · ამობეჭდვა

10 მაისს ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში ომის ვეტერანებისთვის ძვალსახსროვანი დაავადებების გასინჯვები და რენტგენოლოგიური კვლევები უფასოდ ჩატარდება. უფასო სამედიცინო კონსულტაციები „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში“ ლუბლიანას ქ. #21-ში ჩატარდება. პაციენტების მიღება 10:00-დან 16:00 სთ-მდე გაგრძელდება. მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.





გაზიარება და მოწონება