2017-05-01 22:51:43
2016 წელს წლიური ინფლაცია შემცირდა-ეროვნული ბანკი

2016 წლის დასაწყისში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ოდნავ აღემატებოდა, მაგრამ ამ პერიოდიდან მოყოლებული დეკემბრამდე ის თითქმის მუდმივად მცირდებოდა და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდებოდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც საქსტატის მონაცემებია მოყვანილი. 

ეროვნული ბანკის განცხადებით, 2015 წელს დაფიქსირებული აქციზური გადასახადების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების მატებამ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა განაპირობა, 2016 წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ კი წლიური ინფლაცია შემცირდა. 

„2016 წლის განმავლობაში დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი სუსტი შიდა მოთხოვნა იყო, რაც დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგს წარმოადგენდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გამოითვლება, მეტწილად იმეორებდა მთლიანი ინფლაციის ტრაექტორიას, თუმცა მისი დონე მთლიან ინფლაციასთან შედარებით მაღალი იყო, რასაც სურსათის ფასების ზრდის დაბალი ტემპი და საწვავზე ფასების შემცირება განაპირობებდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში. 

ამავე თემაზე