2017-04-27 18:12:48
"მათ არ უნდათ დევნილების რეგისტრაცია იმიტომ, რომ მერე ძალიან ბევრი გახდებიანო "- დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

საპარლამენტო უმცირესობის, "ევროპული საქართველოს" ინიციატივის ჯანდაცვის კომიტეტზე დაპირისპირება მოყვა. პარტიის ინიციატივას, დევნილებისთვის შემწეობა 60 ლარამდე გაიზარდოს, უმრავლესობა ეწინააღმდეგება. 

"დევნილის პოლიტიკური სტატუსის ავტომატურ რეგისტრაციაზე შემოვიტანეთ პარლამენტში ინიციატივა და კობა ნაჩემაშვილი ღიად და პირდაპირ ამბობს, ასე რომ დავარეგისტრიროთ მერე მილიონები რომ გახდებიან და რა ვქნათო. ანუ ამათთვის დევნილის სტატუსი პრობლემაა, არც მალავენ"  აცხადებს ელენე ხოშტარია, რომელმაც ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. 

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დევნილის დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის ზღვარი 1250 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება, ხოლო დევნილის შემწეობა 45 ლარის ნაცვლად, 60 ლარით განისაზღვრება. სხდომას დევნილებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომა დატოვა უმცირესობამაც.

 

 

ამავე თემაზე