გუბერნატორები "მიდიან" - გურია, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი
2017-04-21 18:31:23 · ამობეჭდვა

მმართველ უმრავლესობაში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდენელია ცვლილებები სახელმწიფო რწმუნებულთა რიგებში. საუბრები ამ თემაზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დღეს დილით მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, მოსალოდნელი ცვლილებები მოახლოებულ ადგილოლბრივ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება და არ არის გამორიცხული ხიზანიშვილის მსგავსად "საკუთარი ნებით" თანამდებობიდან წასვლის შესახებ კიდევ რამდენიმე გუბერნატორმა დაწეროს. ჩვენი ინფორმაციით, სახელისუფლებო წრეებში სახელდება სამი გუბერანტორი - სამეგრეო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სამცხე ჯავახეთის გუბნერნატორი აკაკი მაჭუიტაძე და გურიის გუბერნტორი გია სალუქვაძე.

მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიცილური კომენტარები არ კეთდება.







გაზიარება და მოწონება