ოქუაშვილის განცხადებით, წილების დათმობაზე მოლაპარაკებებს მასთან პატარკაციშვილი და ხალვაში აწარმოებდნენ" />
"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" წილების დათმობაზე მოლაპარაკებებს პატარკაციშვილი და ხალვაში აწარმოებდნენ-ოქუაშვილი 
2017-04-21 18:22:24 · ამობეჭდვა

ტელეკომპანია "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, წილების დათმობაზე მოლაპარაკებებს მასთან პატარკაციშვილი და ხალვაში აწარმოებდნენ. განცხადება ოქუაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გააკეთა. ოქუაშვილმა 2004 წელზე ისაუბრა, რა დროსაც მისი თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ტელევიზიის ლიცენზიის დათმობა მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს აქვთ წარდგენილი.

საქმეზე სასამართლო პროცესი ორშაბათს გაგრძელდება. სხდომაზე ზაზა ოქუაშვილის ამჯერად დაცვის მხარე დაკითხავს.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე