IPA - ს კონგრესი და "ქართველ პოლიციელთა ასოციაცია" ლიტვაში
2017-04-21 15:50:22 · ამობეჭდვა

დღეს, ვილნიუსში IPA ლიტვას კონგრესი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა "ქართველ პოლიციელთა ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დათაშვილი. დათაშვილმა ლიტვის ასოციაციის წევრებს "ქართველ პოლიციელთა ასოციაციის" პროექტები და აქტივობები გააცნო.

"ქართველ პოლიციელთა ასოციაციის" მთავარი მიზანია სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის პოპულარიზაცია, რეფორმების ურთიერთგაზიარება, სწავლებების ჩატარება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. "ქართველ პოლიციელთა ასოციაცია" მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის განვითარებაში, სადაც 65 სახელმწიფოს 500 000 პოლიციელია გაწევრიანებული" , - განაცხადა სიტყვის გამოსვლისას დავით დათაშვილმა IPA ლიტვის კონგრესი 21-22 აპრილს ტარდება. საქართველოს წარმოადგენს "ქართველ პოლიციელთა ასოციაციის" ორი წევრი დავით დათაშვილი და თამარ მეტონიძე.







გაზიარება და მოწონება