ექსპერტიზის პირველი დასკვნის მიხედვით, დავით ხარშილაძე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა
2017-04-21 15:46:03 · ამობეჭდვა

სახალხო დამცველი ამბობს, რომ დავით ხარშილაძის საკნიდან გაყვანის თაობაზე მისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს. რაც შეეხება ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტს, უჩა ნანუაშვილის თქმით, ხარშილაძისთვის პირველად ჩატარებულმა შემოწმებამ, ნარკოტიკების ზემოქმედება არ აჩვენა.

„ეს მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც მოხდა ხარშილაძის დაკავება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მსგავსი რამ არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ახალ ფაქტს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ აუცილებლად შევისწავლით ამ საკითხს და მოვიკითხავთ. აქამდე ჩვენთვის არავის მოუმართავს ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.







გაზიარება და მოწონება