„რამაზ თარაშვილს არ ვიცნობ" - ხუციშვილის პასუხი კილაძეს
2017-04-21 15:16:31 · ამობეჭდვა

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ შსს-ს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსს არ იცნობს. ხუციშვილმა ელისო კილაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ კილაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მინისტრის მოადგლე ჟურნალისტს ურჩევს პროკურატურას მიმართოს.

„რამაზ თარაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ გამიგია რომ ერთ-ერთი საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელია.
ელისო კილაძეს რაც შეეხება, შემიძლია სრული ხაზგასმით აღვნიშნო რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩემი მხრიდან რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთება ზედმეტია, როდესაც მიმდინარეობს გამოძება. არის პროკურატურა, ქალბატონ ელისოს შეუძლია მიმართოს,“-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.







გაზიარება და მოწონება