ФСБ - ს შენობას თავს ნეონაცისტი დაესხა - 3 გარდაცვლილი 3 დაჭრილი (ვიდეო)
2017-04-21 14:22:15 · ამობეჭდვა

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამხარეო შენობაზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. ის 1999 წელს დაბადებული, ხაბაროვსკის მცხოვრები, გვარად კონევია. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, კონევი ის ერთ-ერთი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი იყო. კონევმა უშიშროების შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სამი და დაიჭრა სამი პირი. გარდაცვლილთა შორისააა უშიშროების თანამშრომელი და თავდამსხმელიც, რომლის ლიკვიდაციაც ადგილზე მოხდა. მიკრობლოგ "ტვიტერში" მოქალაქეების მიერ უშიშროების შენობის წინ გადაღებული ვიდეოც გავრცელდა.





გაზიარება და მოწონება