რუსეთთან კონფლიქტი გავლენას არ ახდენს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე - ორბანი უნგრელ ბიზნესმენებს
2017-04-21 13:55:04 · ამობეჭდვა

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო დადებითად შეაფასა და ბიზნესმენებს ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა.

"მინდა, უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ჩემი პერსონალური შეხედულება და დავარწმუნო, რომ თქვენი ქვეყანა ნამდვილად სტაბილურია. საქართველოს მთავრობა ატარებს მთელ რიგ რეფორმებს - ბიუროკრატიის შემცირებისა და განათლების სისტემის ფორმაციის ჩათვლით. ჩვენ უნგრეთში რეგულარულად ვიღებთ ინფორმაციას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შესახებ. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, რომ ეკონომიკის ოპერირება ამ კონფლიქტზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფრონტაციის მიუხედავად, ამ ქვეყანას აქვს სტაბილური ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა და ამ მხრივ არ არის პრობლემა თქვენი ბიზნესაქტივობისთვის",- მიმართა ორბანმა უნგრელ ბიზნესმენებს.







გაზიარება და მოწონება