უნგრეთში დიდი სიამოვნებით ვიღებთ ქართველ სტუდენტებს - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
2017-04-21 13:48:45 · ამობეჭდვა

ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტიპენდიების მოცულობა იზრდება და 50 სტუდენტის ნაცვლად უნგრეთში სწავლას 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროა სოფლის მეურნეობისა და ინგლისური ენის შესწავლის სფეროში უფრო გაფართოვდეს ქართველი სტუდენტების ჩართულობა.

"ჩვენ დიდი სიამოვნებით ვიღებთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ჩამოდიან. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ახალი ინვესტიციები სწორედ განათლების მაღალი დონიდან გამომდინარეობს.

ჩვენ მივესალმებით საშუალო განათლების სტუდენტებს, სკოლის მოწაფეებს საქართველოდან უნგრეთში. ის გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპის და უნგრეთის სამიტზე, რომელიც სექტემბერში ჩატარდება და იქ საქართველოს მთავრობა იქნება წარმოდგენილი" განაცხადა ვიქტორ ორბანმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.







გაზიარება და მოწონება