რუსეთმა ჩრდილო კორეის საზღვართან სამხედრო ტექნიკა გადაისროლა (ვიდეო)
2017-04-21 13:18:23 · ამობეჭდვა

რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკა ხაბაროვსკის მხარეში, ჩრდილო კორეის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა DVHab.ru. ავრცელებს. როგორც გამოცცრმა წერს, საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობა თვითმხილველები გახდნენ, თუ როგორ გადაადგილდებოდა სამხედრო ეშელონები რკინიგზის საშუალებით. ადგილობრივებმა DVHab.ru. -დ ვიდეოც გადაუგზავნეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ჩვეულებრივ სამხედრო სწავლებას და გეგმიურ შემოწმებას დაუკავშირა.





გაზიარება და მოწონება