"ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირი წესით"
2017-04-21 12:55:11 · ამობეჭდვა

პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე პლებისციტის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უმრავლესობის დეპუტატი და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. ზოიძე თვლის, რომ ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირიდაპირი წესით.

„ეს ის თემებია, რომელთა თაობაზეც პლებისციტის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან საუბარია საარჩევნო წესის ნიუანსებსა და ტექნიკურ დეტალებზე. არ მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს იმის თაობაზე, როგორია საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოწყობა და როგორია - საპრეზიდენტოსი. არ მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი იყოს, რადგან გააჩნია, კითხვის ფორმულირება როგორი იქნება - თუ იკითხავ, ხალხო, პრეზიდენტის არჩევის უფლებას გართმევენ და ამაზე რას ფიქრობთო? - არას გეტყვიან. ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირი წესით. ადამიანებს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ადარდებთ, ისევე როგორც ის, რამდენად ეფექტური მთავრობა ეყოლებათ. ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემებია“, - განაცხადა ზოიძემ, რომელიც "ევროპული საქართველოს" ინიციატივას გამოეხმაურა.





გაზიარება და მოწონება