"ევროპული საქართველო" პლებისციტის ჩატარებას ითხოვს (ვიდეო)
2017-04-21 12:03:30 · ამობეჭდვა

"ევროპული საქართველო" ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებას ითხოვს და პრემიერს მოუწოდებს მოსახლეობას საშუალება მისცეს გამოთქვას აზრი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, პკებისციტი უნდა ჩატარდეს 2 მნიშვნელოვან საკითხზე- პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისა და საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლაზე.

„ამ სიტუაციაში აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ,ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების თემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.







გაზიარება და მოწონება