შეშფოთება-ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 2016 წლის მოხსენებაში" />
"ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეარხის მფლობელების შეცვლის მცდელობამ, გამოიწვია არა ერთი შეშფოთება" - იაგლანდი
2017-04-21 10:28:11 · ამობეჭდვა

ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეარხის მფლობელების შეცვლის მცდელობამ, გამოიწვია არა ერთი შეშფოთება-ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 2016 წლის მოხსენებაში. იაგლანდი საკუთარ ანგარიშში საქართველოში არსებულ მედია გარემოსა და მედია პლურალიზმის კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

მოხსენებაში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები, მათ შორის სწორედ მედიასთან მიმართებით.

"მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღების მიუხედავად, მაინც გამოითქვა წუხილი მედია მფლობელობაში ძველი და მიმდინარე ცვლილებების გამო. მას გავლენა აქვს მედია პლურალიზმსა და მრავალფეროვნებაზე. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეარხის მფლობელების შეცვლის მცდელობამ, გამოიწვია არა ერთი შეშფოთება ბევრი საერთაშორისო თანამოსაუბრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის მხრიდან," - წერს ტორბიონ იაგლანდი.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე