ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს
2017-04-21 10:04:41 · ამობეჭდვა

ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი თანამდებობას ტოვებს. არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. ინფორმაცია თანამდებობიდან წასვლის შესახებ ხიზანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის შესაძლოა, სხვა თანამდებობაზე სამუშაოდ გადავიდეს.

„გადადგომა არ არის, ეს არის სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ამაზე მთავრობა მსჯელობს და მთავრობის გადაწყვეტილება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არის გუნდთან შეთანხმებული“, - განაცხადა ხიზანაშვილმა.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 დეკემბრიდან მუშაობს. 2006 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე, პაატა ხიზანაშვილი „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.





გაზიარება და მოწონება