"ციანიდის საქმეზე" საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილია
2017-04-21 09:52:58 · ამობეჭდვა

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა ე.წ. ციადინის საქმესთან დაკავშირებით საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უკვე გადააგზავნა. არასამთავრობო ორგანიზაცია და დაცვის მხარე შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას აპროტესტებენ, რის გამოც ადვოკატებს ეზღუდებათ ბრალდებული დეკანოზის სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. მათი შეფასებით, ამ შეზღუდვით პროკურატურა სარგებლოს და საკუთარ პოზიციებს ამყარებს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ დარღვეულია თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპი და გავაგზავნეთ საჩივარი სწორედ სწორედ აღნიშნულის დარღვევიდან გამომდინარე. გვინდა, რომ სასამართლომ იმსჯელოს და დაადგინოს, რომ მოხდა აღნიშნული პრინციპის უხეში დარღვევა სახელმწიფოს მიერ," - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ.





გაზიარება და მოწონება