ჰკითხონ ჩვენს მოქალაქეებს პლებისციტის გზით-ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებებზე
2017-04-21 09:12:34 · ამობეჭდვა

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტი ჩაატაროს.

„ის ცვლილებები, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ პაკეტშია, არის საზიანო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის. ჰკითხონ ახლა ჩვენს მოქალაქეებს პლებისციტის გზით, უჭერენ თუ არა ისინი მხარს მაგალითად ამ ორ საკვანძო საკითხს - პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ და პროპორციულ სისტემას ურჩევენ, სადაც თანაბრად ნაწილდება მანდატები თუ ამ სისტემას, სადაც პირველ ადგილზე გასული იღებს ყველაზე მეტ მანდატს სხვების ხარჯზე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე