სასამართლოს განმარტება ხარშილაძის პროცესზე
2017-04-20 20:37:31 · ამობეჭდვა

თბილისის საქალაქო სასამართლო ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე, დავით ხ.-ს მიმართ. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის 2017 წლის 14 მარტის დასკვნის საფუძველზე, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დავით ხ.-ს ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

წესისამებრ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, მოწვეულ იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან. ღია სასამართლო სხდომაზე დავით ხ.-ს განემარტა უფლებები, მათ შორის წარმომადგენლის დახმარების უფლების თაობაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომა ექიმ-ნარკოლოგის პროცესზე მოწვევის მიზნით 2017 წლის 4 მაისს 13:00 საათისთვის გადაიდო, დავით ხ.-ს სრული შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს წარმომადგენლის/ადვოკატის დახმარებით." ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.







გაზიარება და მოწონება