პრეზიდენტის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება - ვიცე სპიკერის პასუხი
2017-04-20 14:36:50 · ამობეჭდვა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება და პირიქით, მას ეწინააღმდეგება - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა. ჩუგოშვილის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა სრულიად ნორმალურია და ეს საფრთხეს არაფერს არ უქმნის.

„ასეთი რესპუბლიკები ყველაზე დემოკრატიულები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება არასწორი იქნებოდა. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ მზად ვართ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩვნების ჩატარება ერთი ვადით მოხდეს, ხოლო შემდეგ - არაპირდაპირი წესით. გარდამავალ მუხლში ჯერ კიდევ გველოდება ცვლილებების შეტანა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ახალ წესზე დღეს ბათუმში, სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

იხილეთ პრეზიდენტის განცხადებები:

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=83979

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=83964






გაზიარება და მოწონება