"იგივენაირი დაზარალებულები ჩვენც ვიყავით, როგორც კლიენტები"- რჩეულიშვილი და კერვალიშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ
2017-04-20 13:54:52 · ამობეჭდვა

მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ჯერჯერობით არ მიმართავენ- აცხადებს გურამ რჩეულიშვილი. მისი თქმით, იმისთვის რომ შეწყალება მოითხოვო, თავს დამნაშავედ უნდა თვლიდე, ხოლო მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობენ:

”შეწყალებაზე მიმართვისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან მაინც ვფიქრობთ, რომ პრობლემა გლობალურად არის მოსაგვარებელი და არა კონკრეტულად ერთ ეპიზოდზე მიმართვა შეწყალებისთვის. შესაწყალებლებიც არ ვთვლით რომ ვართ - არც დედაჩემი და არც დეიდაჩემი. მიგვაჩნია, რომ იგივენაირი დაზარალებულები ჩვენც ვიყავით, როგორც კლიენტები. ჩვენ დაგვაზარალა რაღაც მოვლენებმა, რომელიც უფრო გლობალური იყო. თავს დამნაშავედ უნდა თვლიდე შეწყალებაზე რომ მიმართო პრეზიდენტს და ჩვენ ამ პოზიციაში არ ვართ”, - განაცხადა გურმა რჩეულიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.





გაზიარება და მოწონება