სექტემბრიდან საქართველოს ეკონომიკური ატაშეები ეყოლება, უქმდება საინვესტიციო სააგენტო და იქმენება ახალი სსიპი
2017-04-13 14:22:33 · ამობეჭდვა

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, გაუქმდება საინვესტიციო სააგენტო, შეიქმენება სსიპი „აწარმოე საქართველოში" და საქართველოს სექტემბრიდან ეკონომიკური ატაშეები ეყოლება. გიორგი გახარიას თქმით, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

"ეკონომიკური ატაშეები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს ქვეყნის გარეთ გაიტანენ და ასევე ევალებათ ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში“, - აცხადებს მინისტრი.

რაც შეეხება საინვესტიციო სააგენტოს, გახარიას განცხადებით, იყო ორი სხვადასხვა სააგენტო, სადაც დასაქმებული იყო 25 ადამიანი, პატარა დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნება 7ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული, ამით ადმინისტრაციული ხარჯები ეფექტურად დაიხარჯება.







გაზიარება და მოწონება