ანტისარაკეტო სისტემის შეძენა თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია - იზორია საფრანგეთში ვიზიტს გეგმავს
2017-04-11 12:30:39 · ამობეჭდვა

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ანტისარაკეტო სისტემის შეძენა თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. იზორიას ინფორმაციით, ის 17-18 აპრილს ეწვევა ვიზიტით საფრანგეთს, სადაც თავის კოლეგასთან ანტისარაკეტო სისტემის შეძენის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გეგმაზე მოლაპარაკებებს გამართავს:

„70% ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმების შესრულებულია. დაგვრჩა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - აღჭურვილობა. მოდერნიზაციის ხუთი მიმართულება განვსაზღვრეთ და ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, იმიტომ რომ ვერც ერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი გაუმკლავდეს მტერს, თუ ის არ იქნა დაცული ამ ანტისარაკეტო სისტემით. ბევრჯერ მსმენია კრიტიკა, თითქოსდა ფლოტზე და ავიაციაზე უარს ვამბობთ. არაფერზე უარს არ ვამბობთ, ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი შეგვეძლოს, უბრალოდ პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე და ვამბობთ - სჯობს არსებული ფინანსური შესაძლებლობები მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს. რუსეთის ომმა სწორედ ეს გვაჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს რამდენიმე ბომბდამშენი, მაგრამ თუ მათი დაცულობსი ხარისხი ნულის ტოლია, შეიძლება ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





გაზიარება და მოწონება