დარიალჰესი არის ყველაზე მძლავრი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დარიალჰესის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა" />
„დარიალჰესი“ უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოუსაფრთხოების საქმეში-პრემიერ-მინისტრი
2017-04-08 13:33:48 · ამობეჭდვა

დარიალჰესი“ არის ყველაზე მძლავრი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „დარიალჰესის“ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ.

ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დარიალჰესი“ საქართველოში, ყველაზე დიდი სიმძლავრის ჰესია. მისი მდგრადი სიმძლავრე 108 მეგავატია. მისი საინვესტიციო ღირებულება 125 მილიონი დოლარია. „დარიალჰესი“ წლის განმავლობაში გეგმურად ​​510 მილიონ კილოვატ-საათ ენერგიას გამოიმუშავებს.





გაზიარება და მოწონება