სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არსებული სპეციალური სახაზინო კოდები და ანგარიშები: ეროვნულ ვალუტაში: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773271 (სხვა მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა)
საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირება 21-22 აგვისტოს ჩატარდება
2013-08-14 14:09:59 · ამობეჭდვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება 21-22 აგვისტოს ჩატარდება. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად დირექტორობის მსურველი ვალდებულია ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოცხადდეს და თან იქონიოს საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

განათლების სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე პროცესის განრიგსაც აქვეყნებს ბმულზე: http://www.mes.gov.ge/uploads/direqtorta%20sertificireba%202013%20(MES).pdf







გაზიარება და მოწონება
კომენტარები


www.wsa.ge