აქცია ქობულეთში - ადგილობრივები დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ
2017-04-05 14:30:55 · ამობეჭდვა

ქობულეთში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, კომპანია " ნიუ თაუნ ქობულეთი"-ს დაწყებული მშენებლობა ერთ-ერთი ადგილობრივის 120 წლის სახლს საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 8 სართულიანი კორპუსის აშენების შემთხვევაში გულო კაიკაციშვილის სახლის საძირკველი დაზიანდება.

კაიკაციშვილების ოჯახი მშენებელ კომპანიას მათი მოთხოვნების გათვალისწინებას სთხოვს. " ნიუ თაუნ ქობულეთი" შენობას ქობულეთის გამგეობის ნებართვის საფუძველზე აშენებს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ოჯახის მოთხოვნა უსაფუძვლოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას ურჩევს.

წყარო:TV25





გაზიარება და მოწონება