ბიუჯეტის ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა
2017-04-04 15:04:28 · ამობეჭდვა

ბიუჯეტის ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა- ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ენმ"-ს ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ავრცელებს:

"სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სამი თვის გეგმა 302 მილიონი ლარით გაირღვა. უნდა დახარჯულიყო 2, 767 მილიარდი ლარი, ფაქტობრივად დაიხარჯა 2, 465 მილიარდი. თუ რას ნიშნავს არათანაბარზომიერი, გადავადებული ხარჯვა, ეს ყველამ იგრძნო საკუთარ თავზე ამ ოთხი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, როცა ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მიაყარეს ფული და რამაც ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი." წერს გოცირიძე.







გაზიარება და მოწონება