რუსთავი-ვარკეთილის სამრშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
2017-04-02 12:38:02 · ამობეჭდვა

რუსთავი-ვარკეთილის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დამქირავებელი კომპანიის "ინტერტრანსის" მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშუალებენ. ამ წუთებში კომპანიის შენობის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მძღოლები დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ და "ინტერტრანსის" ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ მათი შემოსავლები გაზრდილი მოსაკრებლის გადახდის საშუალებას არ იძლევა. ახალი რეგულაციებით მათ დღეში 70 ლარის ნაცვლად 80 ლარის გადახდა ევალებოდათ.

დღეს რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით არცერთი რეისი არ შესრულებულა.





გაზიარება და მოწონება