ორი თვის ჯამური მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 4,8%-იანი რეალური ზრდა-პრემიერი
2017-03-31 10:07:43 · ამობეჭდვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში 4,8%-ია. განცხადება ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, ასევე გაზრდილია ტურისტების, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების რაოდენობა, რაც კვირიკაშვილის განმარტებით მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმა სწორად მუშაობს.

„2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო, ორი თვის ჯამური მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 4,8%-იანი რეალური ზრდა. ექსპორტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაზრდილი.

4 პუნქტიანი გეგმა თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და დღეს პრაქტიკულად მწვანე შუქი გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გეგმები, რომელიც გამოვაცხადეთ, არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით ჩვენი განსახორციელებელი გეგმების ცხოვრებაში გატარებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.







გაზიარება და მოწონება