წელს დაახლოებით 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით-გვენეტაძე
2017-03-30 13:41:55 · ამობეჭდვა

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,8% შეადგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეხმაურება.

”ზოგადად ვფიქრობ, რომ კარგი მაჩვენებელია. ჩვენ, ბოლო პროგნოზების მიხედვით, წელს დაახლოებით 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს, იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს, რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იქნება. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა სწორი რეაგირება საგარეო შოკზე. დღეს საგარეო სექტორის გაუმჯობესების პარალელურად შესაძლებელი იქნება 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





გაზიარება და მოწონება