"საკმაოდ კარგად მივდივართ"
2017-03-30 12:04:55 · ამობეჭდვა

პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ, - ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 % შეადგინა.

„წელს ჩვენ 4%-ზე გვაქვს დაგეგმილი წლევანდელი წელი. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ. მე, რა თქმა უნდა, მაქვს შესაძლებლობა ყოველდღიურად თვალი ვადევნო მარტის თვის დამატებითი ღირებულების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქს. მარტის თვეში წინასწარი შეფასებით, რასაც ვუყურებ, ასევე საკმაოდ კარგადაა ექსპორტის ზრდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და ოპტიმიზმს, რომ დაგეგმილი მონაცემები და პარამეტრები წარმატებით შესრულდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.







გაზიარება და მოწონება