უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში-მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის საშუალებით შეუძლიათ
2017-03-28 09:13:34 · ამობეჭდვა

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი.

საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის ტელეფონზე - (294 50 50) დაკავშირება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციას სწორედ ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.

მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდებათ საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

„საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2945050 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდება საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და მოგიწოდებთ სრულად გააცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს!“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





გაზიარება და მოწონება