თავდაცვის სამინისტრო სარეზერვო სამსახურს ქმნის
2017-03-24 13:46:47 · ამობეჭდვა

თავდაცვის სამინისტრო აქტიური ე.წ. სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის განმარტებით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი - შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავის სპეციფიური დანიშნულება ექნება.

”თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შემუშავებაზე. ამ პროცესში ყველა სტრუქტურული ერთეულია ჩართული: გენერალური შტაბი, ეროვნული გვარდია და სამოქალაქო ოფისი. კონცეფციის პროექტი უკვე წარვუდგინეთ ექსპერტებს. გავითვალისწინეთ რიგი შენიშვნები და წინადადებები. გვსურს, პროექტი განვიხილოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მოვისმინოთ დეპუტატების პოზიცია”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნუკრი გელაშვილმა.







გაზიარება და მოწონება