რუსული სამხედრო ტექნიკა ბოლნისში და თავდაცვის სამინისტროს განცხადება
2017-03-22 19:03:41 · ამობეჭდვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. უწყების მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა.

„თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და, შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე