2017-03-22 11:30:12
პრეზიდენტის ვეტოს არც პრემიერი იზიარებს: იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პარლამენტმა

ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას, საქართველოს პრემიერ-მინისსტრი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია და ის იმ სახით უნდა იქნას გატანილი, როგორადაც პირველადი სახით პარლამენტმა მიიღო:

"ძალიან ყურადღებით იქნა განხილული ის შენიშვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე,  ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება ამით ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა" განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ამავე თემაზე