2017-03-21 12:46:30
,,ევროპული საქართველო" პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს

,,ევროპული საქართველო იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს მოსმენების და ფარული მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით’’ -აცხადებს ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

 ,,პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების უმრავლესობა გვთავაზობს პროექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს უმახინჯესი სისტემა ქვეყანაში მმართველობის სტილის. ეს არის არაფორმალური მმართველობა, კონსტიტუციური სივრციდან გასული სისტემა. სამართლებრივი გამოსავალია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კიდევ ერთხელ მიმართვა, რომ განმწესრიგებელ სხდომაზევე არაკონსტიტუციურად უნდა იცნოს ეს პროექტი’’,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე