"ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს დაწყებული, უნდა შევამციროთ ან შევაჩეროთ"- ქუმსიშვილი "ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე
2017-03-17 12:39:45 · ამობეჭდვა

საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, ბევრი მიმართულებით პრობლემა შეიქმნება.

„წარმოდგენილი პროექტი, რაც ზედაპირულად ვნახე, ითვალისწინებს, რომ მილიარდნახევარი ლარი დააკლდეს ბიუჯეტს 2018 წელს, რომლის კომპენსირების რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ეს ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში 80%-ით უნდა შემცირდეს ხელფასები, ეს ითვალისწინებს, როგორც ჩანს, როგორც პოლიციას, ასევე ყველა მიმართულებას ან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გავანულოთ პენსიები და შევწყვიტოთ პენსიების გაცემა, ან უნდა მოხდეს საინვესტიციო პროექტების შეწყვეტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს დაწყებული, უნდა შევამციროთ ან შევაჩეროთ. მაგალითად, არ უნდა აშენდეს ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალი, არ უნდა აშენდეს ტურისტული გზები და ა.შ. ოპოზიციის მხრიდან მარტივია ასეთი განცხადებების გაკეთება სოციალურად პასუხისმგებელი მთავრობის მიმართ, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური ზრდა. კაპიტალური დანახარჯების პირობებში ეს შემცირება გამოიწვევს ეკონომიკის შემცირებას, რის გამოც ვერ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და გაგვიძვირდება სხვადსხვა ვალდებულები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





გაზიარება და მოწონება